Saturday, June 27, 2015

ტრეინინგის მე 9-დღე
გავიარეთ მოდული 8 გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს გავაკეთეთ უკუკავშირი მოვახდინეთ ჩვენი პრეზენტაციების ატვირთვა ბლოგზე დასრულდა ინტარის ძირითადი კურსი პროექტზე დაფუძვნებული სწავლების ტექნოლოგია.      

   გავეცანი ინტელის ძირითად კურსს კურსის მიზანი იყო  პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაპროექტის მიზანი  ძირითადი აქტივობების წარმოადგენდა  პორტპფოლიოს კომპონენტის გაცნობა ,სტატიის მომზადება სწავლების თემაზე  და მისი გამოცემა ჩვენი პროექტის შესაბამისი 21 საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა გავეცანი მოდული 1,2,3,4,5,6,7,8,ამ კურსის გავლით ბევრი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ტრეინინგი მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მუშაობის პროცესში.კერძოდ ამ ტრეინინგზე შევისწავლე ბლოგების შექმნა ბლოგებზე რეფლექსიების დაწერა, გვერდების შექმნა ბლოგზე, გავიხსენე ვორდში მუშაობის სხვადასხვა ელემენტები.ვისწავლე ბლოგზე ფონების შეცვლა, ასევე კომენტარების გაკეთება, ვისწავლეთ ბუკლეტების და ბროშურების დამზადება.ჩავეძიეთ პროექტისათვის მოძიებულ შეკითხვების სახეებს, გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას ვნახეთ შეფასების ფორმები, შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებები,კანონმდებლობის და სამართლიანი გამოყენების ესები განათლების სისტემაში.გავიარეთ უკუკავშირი, სპეციალური საწიროების მქონე მოსწავლეები, ვისწავლეთ გუგლდრაიში შესვლა,სავარაუდო ნაშრომის შექმნა,ასევე ჩვენი თემისთვის ინტერნეტის გამოყენება.
დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ დიანა მიქაძეს ასეთი სასაიმოვნო ტრეინინგისთვის რომელმაც ბევრი ახალი რამ გვასწავლა. მადლობა მასწავლებელთა ეროვნულ განვითარების ეროვნულ ცენტრს დაკორპორაცია ინტერს.


ტრეინინგისმე8დღე
ტრეინინგზე განვიხილეთსაშინაო დავალება შევისწავლეთ მოდული7 ფასილიტაცია ტექნოლოგიებით გავეცანით რა მნიშვნელობა ენიჭება კითხვების დასმას მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის .როგორ უნდა შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები, რა არის საჭირო წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის.
ტრეინინგის მე7 დღე

ტრენინგის თითოეეულ დღეს დიდი ინტერესეით ვხვდები და  მოლოდინი ყოველთვის მართლედება.   დღეს ვისაუბრეთ სქემის სფეროებზე,  აღქმის სტილზე ,  გარეგან და შინაგან სტიმულაციებზე, მოსწავლეების შეფასებებზე და თვით შეფასებებზე. ვირტუალურ ფლეშ მეხსიერებაზე. ასევე დავათვალიერეთ მოსწავლების სავარაუდო ნაშრომები, გავეცანით მოსწავლეთა შეფასების ფორმებს და  ვისწავლეთ გუგლდრავიში შესვლა.


ტრეინინგის მე6 დღე.

 მეექვსე  დღეც  იყო  ძალიან  დატვირთული და საინტერესო, გავეცანით მე-4 მოდულს.ვისაუბრეთ    როგორ  უნდა  შევქმნათ  მოსწავლის  ნიმუში.  ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის  მიზნის  შესაბამისი  ინსტრუმენტის  არჩევა. ვიმუშავეთ  პორთფოლიოს  რუბრიკაზე  ასევე  გავეცანით  ჟურნალის  შაბლონს, ტრენერისგან ამომწურავად და სრულყოფილად მივიღე ინფორმაცია ყველა საკითხთან დაკავშირებით.

ტრეინინგის მე5  დღე
ვისწავლეთ რას ნიშნავს საავტორო უფლებები, აგრეთვე მათი ლეგიტიმური გამოყენებისა და მოპოვების შესაზლებლობები, საავტორო უფლებებიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა იცოდეს არ დააზიანოს სხვისი საიტი. გადმოტვიეთულ მასალას კი მიუთითოს ჩამოტვირთვის  წყარო.
ტრეინინგის მე4 დღე ჩავეძიეთ შეკითხვის სახეებს გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები.ნაყოფიერად ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე ეს ყველაფერი დამეხმარება ჩავწვდე მოსწავლის საჭიროებებს ვიყო კარგი ფასილიტატორი გამოუმუშაო პრობლემებზე დაფუძნებული სწავლის უნარ-ჩვევები.